ყველა ველის შევსება აუცილებელია
 


 
 



მოგესალმებით

თქვენ იმყოფებით საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული რეესტრის ვებ-გვერდზე, სადაც თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ და გადაამოწმოთ ინფორმაცია შესრულებული სანოტარო მოქმედებების შესახებ,
კერძოდ:

  • თქვენი მონაწილეობით შესრულებული სანოტარო მოქმედების ელექტრონულ სანოტარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი
  • თქვენთან წარმოდგენილი სანოტარო აქტის ელექტრონულ სანოტარო რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი
  • ინფორმაცია თქვენი მონაწილეობით შესრულებული ან თქვენთან წარმოდგენილი სანოტარო აქტის მიმდინარე სტატუსის (ცვლილების და/ან გაუქმების) შესახებ.

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ისარგებლეთ მარცხენა ვერტიკალურ მენიუში განთავსებული საძიებო პანელით. ძებნის განსახორციელებლად საძიებო პანელში უნდა მიუთითოთ შემდეგი პარამეტრები:

  • ელექტრონულ სანოტარო რეესტრში აქტის სარეგისტრაციო 9-ნიშნა ნომერი
  • აქტისათვის მინიჭებული უნიკალური 14-ნიშნა ინდივიდუალური ნომერი (საძიებო კოდი)
  • დამცავი 5-ნიშნა კოდი პროგრამის მიერ მოცემული ნიმუშის მიხედვით.
ყურადღება: საძიებო პანელში ყველა ველის შევსება აუცილებელია!

გაითვალისწინეთ, მხოლოდ ამ პროცედურების წარმატებით განხორციელებისა და ინფორმაციის კორექტულად შეყვანის შემთხვევაში მოხდება პროგრამის მიერ მოძიებული ინფორმაციის ჩვენება.

ყურადღება: წინამდებარე პროგრამა სრულად უზრუნველყოფს თქვენი მონაწილეობით შესრულებული სანოტარო მოქმედების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობას. სანოტარო აქტის შესახებ ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მხოლოდ სანოტარო აქტის რეკვიზიტების (ელექტრონულ რეესტრში რეგისტრაციის ნომრისა და უნიკალური ინდივიდუალური ნომრის) სრულად ცოდნის შემთხვევაში.